შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა. შემთხვევა მარნეულის სოფელ გაჩაღანში მოხდა.
ძაღლის სასტიკი წამების ვიდეო გუშინ, 8 იანვარს გავრცელდა. მალევე, უფლებადამცველები მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მოძალადის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.
ცხოველთა უფლებამდაცველები წერენ, რომ მიყენებული დაზიანებების შედეგად ძაღლი მკვდარია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.