„ქართული ოცნების“ სიას ბიძინა ივანიშვილი წერს და მოქმედმა დეპუტატებმა ჯერ არ იციან, მოხვდებიან თუ არა ისევ პარტიის ლიდერის ფავორიტებში.
ძველი ახალი სახეები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში - მეექვსედ პარლამენტში შესვლას გეგმავს ენზელ მკოიანი, ამბოხებულ დიმიტრი ხუნდაძეს კი ბოლოდროინდელი აქტივობა უფასდება, ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი ისევ მცხეთაში იქნება.
კიდევ ერთი ახალი სახე კი შესაძლოა, სოფიო ხორგუანი იყოს, რომელიც კენჭს მთაწმინადზე იყრიდა.
საარჩევნო კამპანიას აღარ ჩააბარებს, მაგრამ სიაში ეყოლება პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი ძველი სახეებიდან თალაკვაძე-მდინარაძესაც დეპუტატობას უპირებს.