ძიუროისტის ცემის საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარეს [126-ე, ძალადობის მუხლის] ამნისტია და დაზარალებულის ჩართვა შესთავაზა, თუმცა გიგი უგულავამ უარი განაცხადა. საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინციდენტს, რაზეც საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 3 ივნისს გაიმართა.
გიგი უგულავამ ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამნისტია არ სჭირდება და ამ "საქმეს ბოლომდე მიიყვანს". მანვე აღნიშნა, რომ ამნისტია ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია.
"ხელისუფლება შეეჩვია, ჩადის დანაშაულს და აქეთ მადლობები უნდა უხადო ამნისტიის გამო. ახლა ვხედავთ, რაც გააკეთეს 20 ივნისის ამნისტიაზე. მე ამნისტია არ მჭირდება, დანაშაული არ ჩამიდენია, გავაშელიშვილი არ მიცემია. ის არის თავდამსხმელი, არ მივცემ ჩაფარცხვის უფლებას და საშუალებას. მირჩევნია უსამართლო სასამართლოში ვიარო და მომისაჯონ რაც უნდათ რომ მომისაჯონ, ვიდრე მივიღო ის ამნისტია, რადგან ამის მიღება ნიშნავს დავთანხმდე იმას, რომ ვცემე ბადრი გავაშელიშვილი. ეს კაცი არის ზონდერი", - აცხადებს გიგი უგულავა.
აეროპორტში ინციდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძუდოსიტი ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.