კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, "უპრიანი იქნება" ოპოზიციამ გადახედოს პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას და გამოიყენოს მანდატი. ფორმულას ეთერში გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილის განაცხადის შემდეგ, პოლიტიკური რეალობა იცვლება და ამ ვითარებაში, "საპარლამენტო ოპონირება საჭიროა".
"ბიძინა ივანიშვილს გავლენა მაინც რჩება იქედან გამომდინარე, რომ ის გუნდი, რომელიც მთლიანად ყველა საკვანძო თანამდებობაზეა, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ნდობით აჭურვილი პირები. პოლიტიკური რეალობა იცვლება. საპარლამენტო მანდატები და საპარლამენტო ოპონირება დღეს კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი და საჭიროა.
ოპოზიციას აქვს ორი ბერკეტი: ერთი არის პარლამენტი და მისი ტრიბუნა, მეორე ბერკეტია - ქუჩა. მე ვფიქრობ, ოპოზიციამ რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა არშესვლაზე, უპრიანი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა ეს მათი გადასაწყვეტია", - ამბობს ზვიად ძიძიგური.