logo
ENG



ძლიერი ნალექის შედეგად გურჯაანი და მიმდებარე სოფლები დაიტბორა

15 ივნ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერი ნალექის შედეგად გურჯაანის ქუჩები და მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა.

ადგილობრივების ცნობით, წყლის ნაკადი საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა, დაიტბორა გურჯაანის აგრარული ბაზარიც, გურჯაანის რამდენიმე სოფელში კი დაისეტყვა ვენახები.

გურჯაანში წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილებიც, რის გამოც გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყლის ნაკადმა გზაზე მდგომი რამდენიმე მანქანაც წაიღო.

"ძლიერი წვიმა მოდიოდა, სეტყვაც იყო და ეს მთლიანად ადიდებული [წყალი] ქუჩაში მოდიოდა და შიგნით, ეზოებში შევარდა. სავსეა ეზოები" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან.

გურჯაანში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილიც.


close დახურვა