logo
ENG



ძლიერი ტაიფუნი ფილიპინებში - ათობით ათასი ადამიანი სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია

14 მაი 202016:43
3 წუთის საკითხავი
 

ფილიპინებს ტაიფუნმა გადაუარა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებები დააზარალა. სტიქიის ზონიდან ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

სანაპირო ზოლზე ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აჭარბებს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.  ადგილობრივი ხელისუფლება ევაკუირებულებისთვის შენობების გამოყოფას ითხოვს, მედიკოსები კი ამბობენ, რომ თავშესაფრები შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების წყარო გახდეს.


close დახურვა