logo
ENG



ძლიერი ქარი და დაზარალებული რეგიონები

12 იან 202319:57
3 წუთის საკითხავი
 

მესამე დღეა, საქართველოს რეგიონებში სტიქიას ებრძვიან, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, ავტომობილები, არიან დაშავებულები. სამი მოქალაქე მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს, დაზარალებულები ხის დაცემისას სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობდნენ. ყველზე რთული ვითარებაა სამეგრელოსა და იმერეთში. ჯამში ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე 600-მდე სახლი დატოვა. სტიქიამ დააზარალა გურიაც, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 7 ოჯახი.


close დახურვა