ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ხე მოტყდა და მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩასასვლელს დაეცა.
ხის დაცემის შედეგად, ჩასასვლელის შუშა ჩატყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.