logo
ENG



ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

23 აგვ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მოუწესრიგებელი სანიაღვრე ჭების გამო, არხებში წყლის ნაკადის გავლა ვერ ხერხდება. 

ქალაქში ამ წუთებში ჭების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, მძიმე ტექნიკა ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.

არსებული ინფორმაციით, წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა. 


close დახურვა