logo
ENG



წალენჯიხა მზადაა, უკრაინიდან დევნილი ბავშვები მიიღოს

26 თებ 202209:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/86njoiph7dyjf92.png

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მზადაა, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს უკრაინიდან დევნილი ბავშვები და იზრუნოს მათზე. 

"წალენჯიხა მზადაა, მიიღოს 20 ბავშვი, იზრუნოს მათზე, განათავსოს წალენჯიხაში და შემდეგ მოვუწოდებ ადამიანებს, წალენჯიხელი ადგილწარმოშობის ბიზნესმენებს, უფრო გაფართოვდეს ეს წრე და ჩვენი პროექტი გახდეს მასშტაბური", - თქვა წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა გია ხარჩილავამ. 

ამას გარდა, სასტუმროები, რესტორნები, კლინიკები, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები საქართველოში უკრაინელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ.

Facebook-ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ათასობით ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან წერს, რომ მზად არიან, საკუთარ სახლებში საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები მიიღონ.


close დახურვა