წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს - ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყალი მოულოდნელად და დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებისგან ვეღარ გამოვიდა და წყალმა გაიტაცა.
