წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.