logo
ENG



წალენჯიხაში ქართული ოცნების კანდიდატმა არჩეულ ოპოზიციონერ მერს წარმატება უსურვა

31 ოქტ 202116:51
3 წუთის საკითხავი
 
წალენჯიხაში ქართული ოცნების კანდიდატმა არჩეულ ოპოზიციონერ მერს წარმატება უსურვა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში არჩეულ ოპოზიციონერ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებები უსურვა. გოგა გულორდავა ამაზე ფეისბუქზე წერს:

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა,თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს".

წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%.

ცესკოს ოფიციალური შედეგებით, გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%.

ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა, ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.


close დახურვა