logo
ENG



წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურის ტყეში ხანძარია

02 იან 202122:26
3 წუთის საკითხავი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურის ტყეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად, 100 და 200 მეტრ სიგრძის ზოლზე იწვის. 

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

"რთული რელიეფის და ხილვადობჯს გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველები გადაადგილებიან მოუწიათ ქვეითად. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები", - ამბობენ უწყებაში. 


close დახურვა