წალენჯიხაში, სოფელ მედანში ძმამ ძმა სანადირო თოფით დაჭრა.
როგორც ცნობილია, დაჭრილ კაცს მსუბუქი დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფორმულას ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.