სოფელ წალკასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ს თანახმად, მსუბუქი ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომობილიდან გადმოსულ ოთხ ადამიანს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - კლინიკაში.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.