წალკაში, სოფელ წინწყაროში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს გამგებელი და მისი ბიძა ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მასზე დამაგრებული ღრუბელი ესროლა.
არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი შსს-ს მიმართავს, დააკავოს მოძალადეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
უწყების განმარტებით, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.