logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის დასახმარებლად $14.3-მილიარდიანი კანონპროექტი დაამტკიცა

03 ნოე 202309:40
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

თუმცა კონგრესის ორ პალატას შორის არსებული საკითხის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზედა პალატის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კანონპროექტს "ღრმად ხარვეზიანი წინადადება" უწოდა. ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატები პაკეტისთვის უკრაინის დახმარების დართვასაც ითხოვენ.

ამ შეთავაზებას ბევრი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება, რამაც კონგრესის ორ პალატას შორის დიდი წინააღმდეგობა წარმოშვა.

ძირითადი უთანხმოება წარმოიშვა იმის გამო, რომ წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის მიღება შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსებას 14.3 მილიარდი დოლარით შეამცირებს, რაც კონგრესის საბიუჯეტო ოფისის განცხადებით, გამოიწვევს დეფიციტს - მომდევნო 10 წლის განმავლობაში 26.8 მილიარდი დოლარის დაკარგვა.

სენატში კი აცხადებენ, რომ არ განიხილავს "არასრულყოფილ" წინადადებებს წარმომადგენელთა პალატის მხრიდან. ამის ნაცვლად იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც აერთიანებს დახმარებას ისრაელისთვის, უკრაინისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზისთვის და ასევე ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთის მთავრობასთან კონკურენციაზე.

ასევე, კონგრესის ზედა პალატის წარმომადგენლების თქმით, დახმარება უკრაინას ისრაელთან "საქმის მოგვარების" შემდეგ გადაეცემა.


close დახურვა