logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის $45 მლრ-ის დახმარებას მოიცავს

24 დეკ 202200:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/koh447w96aa00al.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის მრავალმილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს. პალატამ კანონპროექტი პარასკევს, შუადღისას 225 ხმით 201-ის წინააღმდეგ მიიღო.

$1,7 ტრილიონის ოდენობის ბიუჯეტის დოკუმენტი ხელმოსაწერად ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა. ბიუჯეტის პაკეტი აშშ-ს მთავრობას მთელი მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში, 30 სექტემბრამდე დააფინანსებს.

ხუთშაბათს პროექტი სენატში მიიღეს - 68 ხმით 29-ის წინააღმდეგ.

4 155 გვერდზე გაწერილი ბიუჯეტი მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, აშშ-ის თავდაცვის გაზრდასა და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

2023 წელს რეკორდული იქნება აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი - $858 მილიარდი . ასევე, ის მოიცავს უკრაინისთვის $45 მილიარდის გადაუდებელ დახმარებას, მათ შორის $13 მილიარდი განკუთვნილია ეკონომიკურ, ხოლო $23 მილიარდი - სამხედრო დახმარებაზე.


close დახურვა