logo
ENG



წერეთელი: დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას დააზარალებს

16 თებ 202022:40
3 წუთის საკითხავი
 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ევროდეპუტატებისა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკაზე ისაუბრა.

წერეთლის თქმით, ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერის შესუსტება პირველ რიგში ქართველ საზოგადოებას დააზარალებს და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„ეს არ ნიშნავს იმას რომ ივანიშვილი დაზარალდება ან მისი აქტივები დაზარალდება ან რომელიმე მინისტრის რეპუტაცია დაიკარგება, ჩვენი საზოგადოება და ხალხი ზარალდება ამით. დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, არამხოლოდ კონფლიქტის გადაჭრას შეუშლის ხელს, არამედ კონკრეტულ ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მეტი პროგრამა საქართველოსთან. მაგალითად, სენატორ უიკერს რომელსაც ვახსენებთ, ეს არის ამერიკის სენატის ვაჭრობისა და კომერციის კომიტეტის თავჯდომარე, თავისუფალ ვაჭრობასა და შეთანხმებაზე როდესაც გვაქვს ლაპარაკი, ამ ხალხს ხო როლი აქვს სათამაშო ის ყოველთვის გეტყვის, რომ კი ბატონო ჩვენ ამაზე ვიმუშავოთ, მაგრამ დემოკრატიას რას უშვები. მე ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენი გასაკეთებელია ბევრი რამ, ადამიანები ზარალდებიან ამით. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს შესუსტება საერთაშორისო მხარდაჭერის და გარდა ამისა, რომელიც აქ იდგმება, ეს პირველ რიგში დააზარალებს ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩვეულებრივ ოჯახებს და ეს პირველ რიგში ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

 


close დახურვა