logo
ENG



წერეთელი: შტატების პოზიცია არ შეიცვლება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა

08 თებ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში, ასამბლეის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხებსაც განიხილავდა. დღეს წერეთელი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა. ასამბლეის პრეზიდერნტმა "ფორმულას" უთხრა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია არ შეიცვლება, ვიდრე საქარველოს ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„ყველა ჩვენს შეხვედრაზე საქართველოზეა საუბარი, მით უმეტეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში. ამაზე გვქონდა სწორად საუბარი შეხვედრებზე სახელმწიფო დეპარტამენტშიც თუ კონგრესშიც. ძალიან კარგი ანალიზი გვქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე რეკერთან. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ იქნება შეცვლილი მანამ, სანამ თავად საქართველოში არ იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია შეცვლილი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.


close დახურვა