გაჭიანურდება და გაძვირდება თუ არა წერეთლის რეაბილიტაცია - ვადების დარღვევის აღიარება მერიას მოუხდა და სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებისვე შერჩეულ კომპანიებს დააკისრა. კალაძე ირწმუნება, რომ გადათხრილ წერეთელზე მოძრაობა 2 კვირაში აღდგება, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს რეაბილიტაციის დასრულებას. კონტრაქტორებს, რომლებსაც მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მილიონობით ლარი უკვე აქვთ აღებული, ახლა 18 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. ხელისუფლების ოპონენტები მერიაში არსებულ კორუფციასა და არაპროფესიონალიზმზე ლაპარაკობენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლის ილუზიას ქმნიდეს.
წერეთლის გამზირის დაუსრულებელი რეაბილიტაცია
16 იან 202419:59
3 წუთის საკითხავი