სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად. მოუწევს თუ არა მოსახლეობას 9 თვის განმავლობაში იმ სირთულეებით გადაადგილება, რომელიც დღეს გზებზე იყო. მგზავრების ნაწილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსვლა და დანიშნულების ადგილამდე მისვლა დღეს ფეხით არჩია. მოსახლეობა კალაძის დასახელებულ ვადებს, ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების მაგალითზე სკეპტიკურად უყურებს. "ერთად უნდა გავიჭირვოთ" - ასეთი იყო მერის პოზიცია რეაბილიტაციის დაწყებისას.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია და პარალიზებული ქუჩები
20 აპრ 202320:28
3 წუთის საკითხავი