კორუფციაში დადანაშაულებული კალაძე აქცენტების გადატანას ცდილობს. წერეთლის პროსპექტის დაუსრულებელი რეაბილიტაციის სკანდალის გამო თბილისის მერი გაღიზიანებულია და თავს ოპოზიციას ესხმის. ამასობაში, წერეთელი ისევ გადათხრილია, კალაძე კი პირობას დებს, რომ მოძრაობას ორ კვირაში აღადგენს, ეს კი ერთგვარი ხრიკია, რადგან გზის გახსნა სულაც არ ნიშნავს რეაბილიტაციის დასრულებას. თბილისის მერის დღევანდელი გამოსვლა ოპონენტების თავდასხმითაც გამოირჩეოდა. კალაძის განცხადებები უტიფრობად შეაფასეს. საქმე ისაა, რომ დედაქალაქის თავმა მამუკა ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი უწოდა. კალაძეს გაახსენეს ცნობილი გადაცემა, როცა 7 ნოემბრის შემდეგ სწორედ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სკანდალი
17 იან 202419:57
3 წუთის საკითხავი