logo
ENG



წესებს ვიცავთ - ზუგდიდში აგრარული ბაზარი გაიხსნა

13 აპრ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი, დაკეტვიდან ერთი კვირის შემდეგ კვლავ გაიხსნა. ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს ყოველ დილას ტემპერატურას უზომავენ და ბაზრის ტერიტორიას სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.

ამასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ბაზარში დასაქმებულები აცხადებენ, ბაზარში უსაფრთხოების წესები დაცულია.

„შედარებით უკეთესად შემოდის ხალხი. დისტანცია დაცულია, წესებს ვიცავთ. სიმშვიდე და ნორმალური პირობებია, საქონელი ყველაფერი გადაფარებულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.


close დახურვა