logo
ENG



წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი - 4 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

03 ნოე 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი - 4 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში კი - თოვლი.

სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა