logo
ENG



წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 აგვ 202323:50
3 წუთის საკითხავი
 
წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა