logo
ENG



წიგნის საჯაროდ კითხვის დღე - 2020 წლის ავტორი მიხეილ ჯავახიშვილია

05 თებ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს წელს 60-მდე თანამედროვე ქართველი მწერალი  შეუერთდა. უმაღლეს სასწავლებლებში სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ავტორებმა სხვადასხავა ნაწარმოებების ფრაგმენტები წაიკითხეს, - მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტები. მსოფლიო აქციას საქართველო 2016 წლიდან აღნიშნავს. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანისა და გალაკტიონ ტაბიძის არტისტული ყვავილების შემდეგ, 2020 წლის ავტორი - მიხეილ ჯავახიშვილია

ქალი მწერლების ბედზე მსოფლიო ლიტერატურაში დრამატურგი დავით გაბუნია დღეს პატარებს უამბობდა. ის ერთ-ერთია იმ მწერლებს შორის ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის აქციას შეუერთდა და მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში  12 და 13 წლის მოზარდებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე დავით გაბუნიამ ბავშვებთან  ქალთა უფლებებზე და ცნობილი ქალი ავტორების ნაწარმოებებზე, პეპი გრძელი წინდაზე და ჰარი პოტერზე ისაუბრა 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საკუთარი ლექსები 128- ე საჯარო  სკოლაში წაიკითხა პაატა შამუგიამაც. ახალგაზრდა პოეტმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა და ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწარმოებზე ისაუბრა, რომელმაც ბავშობაში მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. 

საქართველოს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის თავს მიეძღვნა. ფრაგმენტები მისი ჩანაწერებიდან დღეს მთარგმნელმა და პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ წაიკითხა. 

ქართველი ავტორები დღეს N11 პენიტენციურ არასრულწლოვანთა დაწესებულებასაც ესტუმრნენ და ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს. საკუთარი შემოქმედება ქართველ ავტორებს არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმაც გააცნეს.


close დახურვა