ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრები დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მოქალაქეების უფლებას არაკონსტიტუციურად ზღუდავს. მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში პანდემიის პირობებში დაწესებული სანქციები არასაჭიროდ მკაცრია. გაერთიანებაში მზად არიან, სამართლებრივად დაეხმარონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უსამართლო სანქციების წინააღმდეგ იბრძვიან. სარჩელის მოპასუხეები საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი იქნებიან.
„ლელო საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, რომ დაიცვას სტანდარტი და ხელისუფლებას მოუწიოს პასუხი გასცეს საზოგადოებას, რატომ დაუშვა მან არაკონსტიტუციური შეზღუდვა ადამიანის უფლებების. საგანგებო მდგომარეობაშიც კი საკონსტიტუციო წყობა ითვალისწინებს შეზღუდვებს და ეს წითელი ხაზები იქნა გადალახული“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.