წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ოკუპირებულ ცხინვალში ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს.
"დღეს ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალში ბატონი ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს და მას ოჯახისგან წითელი ჯვრის ბარათი გადასცეს", - წერია წითელი ჯვრის განცხადებაში.
ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 3 ივლისის შემდეგ იმყოფება.
მღებრიშვილის ოჯახი ხელისუფლებას და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს, რათა მისი შვილი გათავისუფლდეს. ოჯახი აცხადებს, რომ მათ ადვოკატიც არ ჰყავთ, რადგან მისი აყვანის უფლება არ მისცეს.