logo
ENG



წითლიძის თქმით, პრეზიდენტთან განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო

24 ოქტ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.

"ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს იყო განხილვის მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში არის წარდგენილი, მათ შორის მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არის ეს კანონი პრობლემური და ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს", - ამბობს წითლიძე.

იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის შემდეგ, პრეზიდენტს ოპოზიციის წევრებთან პირველი შეხვედრა ჰქონდა.


close დახურვა