logo
ENG



წიკლაური არჩევნების მოთხოვნის ბრიფინგზე: ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება

12 ნოე 202201:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/23xrjn8k0s2buak.jpg

ხშირად ამბობენ, აი, ფორმა და შინაარსი და თითქოსდა ფორმა არის მეორეხარისხოვანი და შინაარსი არის მნიშვნელოვანი. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველა მიმართულებაზე, არამხოლოდ პოლიტიკაში, ძალიან ხშირად ფორმა განსაზღვრავს იმ შინაარს, რომელიც სურთ ადამიანებს, რომ გამოამჟღავნონ. აი, ეს ფორმა, რომელიც არჩეული იყო ამ ადამიანების მხრიდან, პირდაპირ მიუთითებდა, ასევე, შინაარსზე. მან გააჩინა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რაღაც განხეთქილების, დაპირისპირების ილუზია, რომელიც არ არის ჩვენი პარტიისთვის სასიკეთო. ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, და ხაზგასმით ვამბობ, უნებლიეთ, ალბათ, სწორედ ქართული ოცნების წისქვილზე დაასხა წყალი.


close დახურვა