კონგრესის წარმომადგენელი პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიცია გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ამ ფორმით ელიტონ ენგელმა მიანიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი ორგანიზაციების კრიტიკა, როგორებიცაა NDI და IRI, მათივე თქმით, ამ ორგანიზაციების კრიტიკით ივანიშვილი დაადგა რუსეთის გზას.
„ივანიშვილის პრობლემა დღეს არის ქართველი ხალხის განწყობა მას გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნები მოიგოს არა ხალხის ძალით არამედ გარკვეული ფანდებით, გაყალბებით, ის თავიდან დაუპირისპირდა როგორც გახსოვთ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ დაუპირისპირდა არასამტავრობო ორგანიზაციებს და ახლა უკვე მესამე ეტაპი არის, როდესაც ჩვენს ყველაზე უფრო მტკიცე მხარდამჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ორგანიზავიებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ უპირისპირდება მათ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დიქტატორების სტილი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ელიტონ ენგელის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ კონგრესის წარმომადგენელი პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა, ივანიშვილმა მკაცრად გააკრტიკა ამერიკული ორგანიზაციები NDI და IRI.