logo
ENG



წინასაარჩევნოდ ზონდერების მობილიზება - ოპოზიცია აგრესიულ კამპანიას ელოდება

22 ივნ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

აგრესიული და ძალადობრივი მეთოდებით დატვირთულ წინასაარჩევნო კამპანიას ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტები. კორცხელის განმეორების რისკი გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ფორმულამ“ ექსკლუზიური მასალა გაასაჯაროვა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამა და პოლიციის უფროსი მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ თანხასა და პრივილეგიებს სთავაზობდნენ.

ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინიდან მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხისა და აჭარის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული კონსპირაციული შეხვედრების შესახებ „დროებაში“ 21 ივნისს გავიდა.

სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრი გამოძიების დაწყებას მოითხოვს, - ქმნის თუ არა „ქართული ოცნება“ ზონდერ დაჯგუფებებს წინასაარჩევნოდ და ვინ გადარიცხა სახელმწიფო ხაზინიდან თანხა მოჭიდავეების ოჯახის წევრების ანგარიშზე. თავად თორნიკე რიჟვაძე ბრალდებებზე დუმს.


close დახურვა