logo
ENG



წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ უფიქსირდებათ

03 თებ 202007:44
3 წუთის საკითხავი
 

აქვთ თუ არა ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი, ამის შესახებ ოფიციალური პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ევაკუირებული ქართველები თავს კარგად გრძნობენ.

წინასწარი მონაცემებით, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა დაავადების სირთულიდან გამომდინარე, ისინი გარკვეულ პერიოდს თურქეთში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებენ.

"ჩვენი 3 მოქალაქე, იმყოფება კარანტინში, თურქეთის და აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებთან ერთად. ისინი ჩამოფრინდნენ უხანიდან სპეციალური ავიარეისით. გუშინ გაკეთდა გამოკვლევები. თურქელმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ ისინი არ არიან კორონავირუსის მატარებლები, თუმცა რჩებიან კარანტინში და საჭიროა, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი იყვნენ ექიმების დაკვირვების ქვეშ", - 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქული თვითმფრინავით ანკარაში ორი დღის წინ ჩაფრინდა. მოგვიანებით საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ფრანგული მხარის დახმარებით, უხანიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც კარანტინის 14-დღიან პერიოდს გაივლიან.


close დახურვა