logo
ENG



წლებია აღვნიშნავთ და ამ დღეს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

17 მაი 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც კათოლიკოს- პატრიარქი აღავლენს. ტაძარში იმყოფებიან მაღალი სასულიერო იერარქები.

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები თბილისის ქუჩების კურთხევას გეგმავენ. მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყება.

„დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს - ქრისტიანული მორალისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახი არის მცირე ეკლესია, არის წმინდა. ამ დღის აღნიშვნით მოვუწოდებთ ამ სიწმინდის დაცვისკენ. გლდანის, ვარკეთილისა და ვაკე-საბურთალოს მხარეს იქნება მსვლელობა, სამღვდელოება წყალს ასხურებს და აწყურის ღვთიმშობლის ხატით აკურთხებენ ქუჩებს. წლებია ამ დღეს აღვნიშნავთ და არავისთვის ცუდი ამ დღეს არ გაუკეთებია ", - ამბობს იოანე მჭედლიშვილი.

სამღვდელოების მსვლელობას შეუერთდებიან ჩოხოსნებიც - მათი განმარტებით, ისინი სრულად დაიცავენ არსებულ რეგულაციებს.

„რა თქმა უნდა, ვიცავთ რეგულაციებს და კურთხევას, რომელიც გვაქვს. ხედავთ, რომ ეკლესიის წევრები ამას ბრწყინვალედ ვახერხებთ. მანქანებში სამ-სამნი გავნაწილდებით და ასე შევუერთდებით მსვლელობას", - ამბობენ ჩოხოსნები.


close დახურვა