„აქ ირაკლი არავინ არ არის“, „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“ „წლის საუკეთესო მონა“, - ამ შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში აქცია იმართება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივიტები იმყოფებიან. ისინი ხელისუფლებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტყუილს ახსენებენ და აცხადებენ, რომ მათ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ქორთიარდ მარიტოში იმართება რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საარჩევნო თემატიკაზე მსჯელობენ.
„აქ უნდა მოვიდნენე ის დეპუტატები და პარლამეტის თავმჯდომარე, რომელმაც ქართველი ხალხი მოატყუა პროპორციულ არჩევნებზე. მათ არ გაითვალისწინეს ქართველი ხალხის დაკვეთა, რომელიც ხალხმა სისხლით მოიპოვა. ჩვენი მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხელის ბიჭებით წაგვართვა. მოვედით, რომ შევახსენოთ, მათ აღაარ ააქვთ არანაირი ლეგიტიმაცია და საზოგადოება არ ენდობა. ამაზე მეტყველებს ეს პოლიციელები, რომლებიც "ქართული ოცნების" დეპუტატებს საზოგადოებისგან იცავენ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ რაც შეიძლება მალე წავიდნენ ქვეყნიდან და ქართველ ხალხს დაუბრუნონ ძალაუფლება. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწვიტოს რა უნდათ, დასავლეთი თუ რუსი ოლიგარქია და მისი მმართველობა, რომელიც დღითიდღე აფარჩაკებს ქართველ ხალხს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმა ბიძინაშვილი.
ხელისუფლების ტყუილზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე და აცხადებს, რომ როცა მთავრობები წყვეტენ გადააგდონ ხალხი, მთავრობები ვარდებიან.
„ჩვენ დავპირდით ხელისუფლებას, რომ ყველგან იქნებოდა პროტესტი, სადაც მივიდოდნენ, მაგრამ ეს გეგმა პროპორციული არჩევნების ჩაგდების შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მივალთ ყველგან, სადაც იქნებიან, ყველგან იქნება პიკეტირება და სირცხვის კორიდორი“, - აცხადებს აქციის მონაწილე.