ლოს-ანჯელესში „ამერიქან მიუზიქ ევორდსის" დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას მაიქროსოფტის თეატრმა უმასპინძლა. წლის საუკეთესო შემსრულებლი ქალი ტეილორ სვიფტი გახდა. ამავე კატეგორიაში ხალიდმაც მოიპოვა ჯილდო. საუკეთესო ახალი შემსრულებლის სტატუსი კი ბილი აილიშს გადაეცა. ჯილდოს გარეშე არც კორეული პოპ-ჯგუფი დარჩა. საღამოზე „ბი-თი-ესი" 2019 წლის საუკეთესო ტურნესთვის დააჯილდოვეს. მსმენელმა საუკეთესო დუეტად შონ მენდესისა და კამილა ლაბელიოს „სინიორიტა" დაასახელა. წლის საუკეთესო საუნდტრეკის სტატუსი კი ფილმს „ბოჰემური რაფსოდია" მუსიკალური გაფორმებისთვის გადაეცა.
წლის საუკეთესო შემსრულებლი ქალი ტეილორ სვიფტი გახდა
25 ნოე 201908:59
3 წუთის საკითხავი