logo
ENG



წმინდა მიქაელის კლინიკაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

12 მაი 202010:36
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულას“ ინფორმაციით, წმინდა მიქაელ კლინიკური საავადმყოფოს პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საავადმყოფოში მკურნალობას 7 დღის განმავლობაში გადიოდა, კოვიდ-19 კი მას გუშინ დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული დაინფიცირებული იყოს მასთან შემხებლობაში მყოფი მედპერსონალიც.

კლინიკაში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს, 23-მდე მედპერსონალი თვითიზოალციაში იმყოფება. თუმცა, ამ ეტაპზე კლინიკის დირექცია ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა კოვიდმიმღები ცენტრი არაა. არის თუ არა პაციენტი დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 1 დადასტურებული შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, პაციენტს მესამე საკონტროლო ანალიზის დროს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ჩვენთან რომ შემოვიდა პაციენტი უკვე დატესტილი იყო ორჯერ და ორივე შემტხვევაში პი სი არ ტესტი იყო უარყოფითი. პაციენტი მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. ერთი კვირის შემდეგ გაეწერა.

დაბრუნდა საკარანტინო სივრცეში თუ თვითიზოლაციაში, ზუსტად არ მახსოვს, საიდანაც უკვე უნდა დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, აუღეს მესამე საკონტროლო ანალიზი და უკვე დაუდასტურდა. ნებისმიერ პაციენტს ცხელებით ან რაიმე საეჭვო სიმპტომით, განვიხილავთ, როგორც პოტენციურ კოვიდინფიცირებულს. ასე, რომ როგორც ემერჯენსის, ასევე თერაპიულ განყოფილებაში პერსონალი სათანადოდ აღჭურვილი იყო“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, საქართველოში 639 კოვიდინფიცირებულია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 349-ს შეადგენს. 

გარდაცვლილია 11 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა