logo
ENG



წმინდა მიწაზე საშობაო მზადება დაიწყო - ბეთლემში ნაძვის ხე აანთეს

01 დეკ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
oawg0y5cdrl84yn.jpg

წმინდა მიწაზე საშობაო მზადება დაიწყო. ბეთლემში ნაძვის ხე და საშობაო განათებები ჩართეს. ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. საშობაო ნაძვის ხე ქრისტეშობის ტაძართან მორთეს, რომელიც, ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტეს დაბადების ადგილზეა აგებული. განათებების ჩართვის შემდეგ მოედანზე კონცერტი გაიმართა.

მორწმუნეებისათვის წლევანდელი შობა განსაკუთრებულია. 1400 წლის შემდეგ, წმინდა მიწაზე რელიკვია - ხის ფრაგმენტი დაბრუნდა, რომელიც გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს აკვნის ნაწილია. პაპმა ფრანცისკემ, სიწმინდე, რომელიც რომში ინახებოდა, ბეთლემში დააბრუნა. 

ბეთლემის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა, მთავარი მოედანი კი საშობაო ინსტალაციებმა გაანათეს. წმინდა მიწაზე  შეკრებილებმა ბოლო წამები ერთად აითვალეს და ნაძვის ხეზე  განათებები ჩართეს. დღეიდან ქრისტიანი მორწმუნეებისთვის ყველაზე წმინდა ადგილას საშობაო სამზადისი დაიწყო. შობის შესახვედრად აქ ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ოჯახთან ერთად ჩადის. ბეთლემში საშობაოდ ჩასული სტუმრების უსაფთხოებას ათასობით სამართალდამცველი იცავს.


close დახურვა