ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, აპრილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წონა 100 კილოგრამამდე იყო, ახლა კი 73.6-ია.
როგორც მან გადაცემა კვირის ფორმულაში ისაუბრა, სააკაშვილს ზოგადი სისუსტე აქვს და ძირითადად წევს.
"ჩვენ დავსვით დიაგნოზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ყველაზე მძიმეა ამ შემთხვევაში - კახექსია, რაც წონაში კლებამ გამოიწვია. კახექსიას თავისი განმარტება აქვს და ეს განმარტება არის წონაში კლება 10%-ზე მეტი და სხეულის მასის ინდექსის კლება. სხეულის მასის ინდექსი 20%-ია, ეს არ არის ძალიან დაბალი, მაგრამ ამ კლების ტემპს აქვს მნიშვნელობა, რაც ამძიმებს მის მდგომარეობას", - თქვა წულაძემ და განმარტა, რომ კახექსია ანორექსიის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ კლინიკამ თავისი თავი ამოწურა და "რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული", ეს გადაწყვეტილებები კი კლინიკაზე არ არის დამოკიდებული.