ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვთამაშობთ ფარის ფუნქციას, და ეს ფარი უნდა დაეცეს. და ეს ფარი ხელისუფლების სახით იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაზე საუბრობენ მტრულ კანონპროექტში, რომელსაც MEGOBARI Act დაარქვეს... არც ერთი ხელისუფლება არაა იდეალური, მაგრამ სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა ხელისუფლება. აი, ეს ხელისუფლება უნდა დაეცეს იმიტომ, რომ ფარის ფუნქციას ასრულებს. დღევანდელი სანქციებიც იმიტომ არის შეცდომა და მიზნად ისახავს, რომ შექმნან ან/და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
რაც აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ის უმცირესობა, რომელიც ქუჩაშია, არაა საზოგადოების ფართო მასების აზრი. ეს როდესაც მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება? ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომლის არიდებასაც ჩვენი ჩვენი ქვეყნისთვის, ხმამაღლა ვიტყვით და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვცდილობთ.