იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერი ლიდერი გიგა ბოკერია მუქარაში დაადანაშაულა. თეა წულუკიანმა ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ემუქრებოდა. ვიცე-პრემიერმა ოპონენტებს კომპეტენციაც დაუწუნა.
გიგა ბოკერიასთვის იუსტიციის მინისტრის განცხადება არასერიოზულია და ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით გამართულ შეხვედრებზე ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც საჯაროდ არ აცხადებს.
წულუკიანის ბრალდების რეალურობას მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც არ ადასტურებენ. პოლიტიკოსებისთვის იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადება არაეთიკურია. ეუთო/ოდირის დასკვნის, მწვავე საერთაშორისო კრიტიკისა და პარტნიორების მოწოდებების შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს ელოდება. მათ ეჭვი აქვთ, რომ მოლაპარაკებას „ოცნება“ ფორმალურად აწარმოებს.