ქართული ოცნების წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომა პირადად გიორგი გახარიასთვის არის საზიანო და დასანანი.
როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის "არასასიკეთოა".
"მართლაც, მაშინ, როცა მე ავადვმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი", - თქვა წულუკიანმა.
ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო გახარიამ პოსტი 18 თებერვალს დატოვა.