logo
ENG



წულუკიანი ნამახვანჰესზე: შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა

22 სექ 202122:03
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი ნამახვანჰესზე: შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "სამწუხარო შედეგს" უწოდებს კომპანია ენკას მიერ ნამახვანჰესის კონტრაქტის შეწყვეტას და აღნიშნავს იმასაც, რომ უკეთესი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ამაზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილიც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის და მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული, როგორც მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

ვგულისხმობმას, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა. [...] 

შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით მაშინ", - თქვა წულუკიანმა.  

წამყვანის კითხვაზე შეიძლება თუ არა, ხელისუფლება დაუბრუნდეს მშენებლობას და მოძებნოს სხვა ინვესტორი, წულუკიანი პასუხობს, რომ ეს გახდება მსჯელობის საგანი, თუმცა ამ საკითხს ბევრი ნიუანსი აქვს:

"ერთერთი არის ის, რომ ხელშეკრულება ჯობდა, ყოფილიყო ცოტა უფრო სამართლიანი, ასევე ჯობდა რომ ის დისკუსია რაც შემდეგ გაიმართა, ყოფილიყო უფრო სიღრმისეული მანამდე, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა დავრჩეთ დამოუკიდებელ ქვეყნად, ვერ დავრჩებით ჯარის, პოლიციის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე, რომლის გარეშეც არ არსებობენ სუვერენული სახელმწიფოები. ამიტომაც ამ ტიპის ჰესები უნდა ვაკეტოთ, რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ვიღაცებს". 

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.


close დახურვა