იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის ექსტრადაციის საკითხზე და სუმბაევის ბრალდებებზე ჟურნალისტებთან მორიგ კომენტარს აკეთებს. წულუკიანის შეფასებით, სუმბაევის ადვოკატის ბრალდებები არასწორია და ეწინააღმდეგება როგორც ქართული, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"რომელი თარიღის წერილებიც არ უნდა დაასახელოს ადვოკატმა, რომელიც უბრალოდ მატყუარაა და ეს გუშინვე ვაჩვენე, 6 სექტემბრის წერილით, რომელსაც მალავდა სუმბაევი, არცერთ წერილში არ წერია, რომ მისი ექსტრადიცია უნდა შეჩერდეს. პირიქით, მე გამოვაქვეყნე წერილი, სადაც წერია, რომ ეს ექსტრადიცია ევროპული სასამართლოს გადმოსახედიდან არ უნდა შეჩერდეს. ამიტომ ეს ექსტრადიცია განხორციელებულია ქართული სუვერენული სახელმწიფოს კანონის შესაბამისად და ევროპული სასამართლოს კანონის შესაბამისად. თუ არის ერთი ადვოკატი, რომელის მიიჩნევს სხვაგვარად, ეს მისი პრობლემაა. სტრასბურგული პროცედურების სფეროში მე მას გაკვეთილებს ვერ ჩავუტარებ,-"აცხადებს წულუკიანი.
წულუკიანი სუმბაევის ადვოკატისგან მოითხოვს განმარტოს, რატომ დაუმალა საზოგადობას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადაციის მიზანშეწონილობის შესახებ.
"მნიშვნელოვანია ახლა მან გასცეს პასუხი საზოგადოებას, როცა იცოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რატომ ატყუებდა საზოგადოებას აქამდე. რაც შეეხება 15 ოქტომბრის წერილს, აქ წერია რომ დავა სუმბაევის მიერ საქართველოს საზღვრების უკანონოდ გადმოკვეთაზე, პოლიციელთან დაკავშირებით მას პრეტენზიები აქვს ამ თემაზე. თუმცა, ესქტრადიციის საკითხზე დავა დასრულდა. 15 ოქტომბრის წერილი მე არ მეხება და შემეხება მას შემდეგ, თუ სტრასბურგი ჩათვლის, რომ პოლიცილების ნაწილში უნდა გვკითხოს, რა არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ საქმე გვაქვს ან არაკვალიფიციურობასთან, რაშიც დარწმუნებული ვარ რომ მას დიდი ფული აქვს აღებული, ან არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე,"- განმარტავს თეა წულუკიანი.