logo
ENG



წულუკიანის გადაწყვეტილებით, ორთაჭალის ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი მოეწყობა

07 აგვ 202120:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/07/3ser09fsy59wd1v.jpg

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ორთაჭალის ციხეების, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, კულტურული სივრცე გაიხსნება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

"ალტერნატიული კულტურული სივრცე N12" - ასეთია ამიერიდან ამ სივრცის სახელწოდება. ის 10 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით მარინა რევია (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 


close დახურვა