logo
ENG



წულუკიანის ქმარი: გადაა*ვით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ, მაიმუნი უმადური

01 მარ 202222:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/la1qoea5hl633hu.jpeg

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი, ნუგზარ კაკულია ფეისბუქზე ოპოზიციას პარლამენტის წინ გამართული აქციის გამო აკრიტიკებს. ამასთან, პოსტში აგინებს ოპოზიციას, უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ელჩს.

"ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი! და რომლებსაც ომი ტრაკის ჩვენება ჰგონიათ! მინდა ვკითხო, იმას განიცდი და აღშფოთდი რომ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია ზელენსკიმ ?? სიკეთე ვერაფერი ვერ დაინახა ხო მაგ ჩემისამ მაგან... გადააჯვით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!!

ბელარუსიდან არ გაიწვია ელჩი! მოლდავეთიდან არ გაიწვია ელჩი! და რუსებით ოკუპირებული საქართველოდან გაიწვია ელჩი რომელიც ნაცებზე ლოცვაში ატარებდა მთელ დროს ! ჩვენი ელჩი და საელჩო რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში თანადგომის ნიშნად მაგას ვერ ხედავს ხო ? მაიმუნი უმადური", - წერს კაკულია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მინისტრის ქმარი სიძულვილის ენის შემცველ პოსტს აქვეყნებს. გასული წლის ივლისში მან თავის პოსტში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიაყენა შეურაცხყოფა


close დახურვა