logo
ENG



წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

08 დეკ 202111:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/08/e4dxo442lul9jas.jpg

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა.

გარდა ამისა, მან რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ აფხაზეთის სამხატვრო ხელმძღვანელად კი რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი.

სამინისტროს ცნობით, წულუკიანმა "გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი".


close დახურვა