წყალბურთის კლუბი „თბილისის დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება. რევაზ ჩომახიძის მიერ მომზადებული გუნდი 9 ნოემბერს „ოლიმპიკის“ აუზზე ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს, უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს. დინამოს მეტოქე 3-დან 3 გამარჯვებით თანაქალაქელ ბუდაპეშტთან ერთად, გათამაშების ცხრილს ლიდერობს, ქართული კლუბი კი, 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. დაპირისპირება „ოლიმპიკის“ აუზზე 18:30 საათზე დაიწყება.
წყალბურთის კლუბი „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურისთვის ემზადება
09 ნოე 201910:28
3 წუთის საკითხავი